ილია ჟუჟუნაშვილი
















მე ვარ ავგი და ხვალ
პირველად მივდივარ სკოლაში
ხვალ პირველად მივდივარ სკოლაში და ძალიან ვნერვიულობ, არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ვის გავესაუბრო და ვის ავარიდო თავი. როგორც გამიგია, ყველა ბავშვი ნერვიულობს სკოლის პირველ დღეს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირადაა. ჩემი შესახედაობის გამო ბევრი ბავშვი თავს ამარიდებს და ჩემი გაცნობის სურვილი არ ექნება. ეს ძალიან ძნელია, ბავშვობიდან ისე ვიზრდებოდი, რომ ძალიან ცოტა მეგობარი მყავდა, ისინიც ისე მექცეოდნენ, როგორც სხვა არსებას, არ ვგულისხმობ, რომ მათ ვეზიზღებოდი, მაგრამ მათი საქციელიდან გამომიდინარე დავასკვენი, რომ რატომღაც ხალხი პიროვნულ ღირსებას არ აქცევს ყურადღებას და მხოლოდ ფიზიკური ნაკლით არჩევენ ადამიანებს. ამ ყველაფრის გამო სკოლაში წასვლა არ მინდა. წარმომიდგენია გაკვეთილის მოყოლისას როგორ შემხედავს მასწავლებელი და შეეცდება, რომ მალევე დამსვას ჩემს მერხთან. ეს ფიქრები ყოველდღე რომ აწუხებდეს ადამიანს, ალბათ გაგიჟდებოდა. ღმერთო, რატომ არ ვარ ნორმალური, ტირილის დაწყება მინდა, მაგრამ ვიცი, რომ ვერავინ გამიგებს, ამიტომ აზრი არ აქვს.

ილია ჟუჟუნაშვილი
(
IV ჯგუფი)                                         

No comments:

Post a Comment