მარიამ წულეისკირი


მარიამ წულეისკირი

მარიამი არის ლამაზი, ერთგული, მეგობრული, კეთილი. მისი ჰობია ცეკვა. წაკითხული წიგნებიდან გამოარჩევს დენიელ კიზის „ყვავილები ელჯერნონისთვის“. ვერ იტანს მატყუარა და ცინიკოს ხალხს. მას უყვარს ადამიანები, რომლებიც არიან გამგებნი, მათ თვისებებში ყველაზე მეტად აფასებს ერთგულებას. მარიამი ოცნებობს რომ მიაღწიოს წარმატებას. მისი აზრით, ადამიანმა უნდა დაასრულოს ის საქმე, რომლის კეთებაც დაიწყო. მარის არ მოსწონს, რომ ადამიანები ერთმანეთს პრიორიტეტების მიხედვით ასხვავებენ.









მე ვარ ავგი და ხვალ პირველად
სკოლაში მივდივარ
    მე ვარ ავგუსტი. ხვალ სკოლაში მივდივარ და ძალიან მეშინია, რადგანაც არ ვიცი როგორ მიმიღებენ ბავშვები, იცით, მე მიჩვეული ვარ ყოველი შემხვედრისგან დაცინვას, ცუდ რეაგირებას. მე ხომ არ ვარ ჩვეულებრივი ბავშვი, მე ხომ ყველა თავს მარიდებს. ძალიან მთრგუნავს ის ფაქტი, რომ პატარა ბავშვები ჩემს დანახვაზე შიშისგან გარბიან. ალბათ ზუსტად, ასე მოხდება სკოლაშიც.
   მშობლები მეუბნებიან,რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის, მაგრმ ეს ხომ სიმართლეს არ შეესაბამება, ძალიან არ მინდა, რომ ყველა მოსწავლე მისვლისთანავე დამაკვირდეს, დააკვირდეს ჩემს შეუხედავ სახეს. არ მინდა ვინმეს ვეცოდებოდე, ან ვაღიზიანებდე. მხოლოდ ერთი რამ მინდა: ხვალ გავიღვიძო ჩვეულებრივმა, როგორც ყველა ბავშვია, მაგრამ დარწმუნმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ მოხდება.



                                                                                                                            lV ჯგუფი

No comments:

Post a Comment