ლიზი კახეთელიძე

 














               მე ვარ ავგი და ხვალ სკოლაში პირველად მივდივარ! პირველად ჩემი სკოლაში წასვლა ძალიან რთულია და მიჭირს იმასთან შეგუება, რომ დღეიდან უნდა მოვხვდე იმ რეალობაში, რომელშიც  ბევრი ჩემი თანატოლია, თუმცა ეს ხომ ჩემი სურვილია, რომ არ ვიყო განსხვავებული და სწორედ ასეთი მიმიღონ ბავშვებმა.
     ძალიან ვნერვიულობ და განვიცდი, ვღელავ იმის გამო, რომ ხვალ ბავშვებმა ჩემი სახის დანახვაზე სიცილი არ ატეხონ და არ გაიკვირვონ ჩემი არსებობის.
ძალიან მინდა ამ ყველაფერში ვცდებოდე და ჩემს ნათქვამ სიტყვებში ეჭვი მეპარებოდეს, თუმცა მე არ ვცდები.
      ჩემთვის, როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის, ძალიან რთულია დაცინვა, მაგრამ რას ვიზამ, უნდა გავუძლო, რადგანაც მე ძლიერი ადამიანი ვარ, და ჩემი სიძლიერე მოითხოვს, რომ სულით არ დავეცე და ვიდგე მყარად, სანამ შევძლებ.


No comments:

Post a Comment