მე ვარ ავგი და ხვალ სკოლაში პირველად მივდივარ
დადგა მომენტი,
როცა სკოლაში მივდივარ. ძალიან მეშინია, თან მაინტერესებს რას იტყვიან ჩემი კლასელები.
რომ წარმოვიდგენ კლასში შესვლის მომენტს, ბავშვების შეძახილებს, გული მიჩქარდება. არ
მინდა, რომ ჩემი უშნოობის გამო უსწავლელი დავრჩე, ანუ სხვა მოსწავლეებმა სწავლაში ხელი
შემიშალონ. არ იყოს საუბარი მუდამ ჩემს სიმახინჯეზე. ასე რომ მოხდეს, ალბათ სკოლა შემძულდება.
მაინტერესებს ერთი ბავშვი თუ მაინც დამიმეგობრდება. ალბათ, ყველას დავუმეგობრდები,
თუნდაც ჩემი სახე არ მოსწონდეს, მაგრამ მთავარია არ მაგრძნობინოს.
ლუკა ჩუბინიძე
II ჯგუფი
No comments:
Post a Comment