ანა ბოხუა







მე ვარ ანა ბოხუა, 13 წლის. მიყვარს წიგნების კითხვა და ფილმების ყურება.
 არ მიყვარს მატყუარა ადამიანები. 













მე ვარ ავგი და ხვალ პირველად სკოლაში მივდივარ

მე ვარ ავგი, მაქვს სახეზე ფიზიკური ნაკლოვანებები. მყავს ორი მეგობარი, რომლებთან ერთადაც ვიზრდებოდი. ხვალ პირველად მივდივარ სკოლაში, წესით მეხუთე კლასში უნდა  ვიყო, თუმცა განათლებას აქამდე დედა მაძლევდა. ძალიან ვნერვიულობ. ქუჩაში გავლისას ხალხს საშინელი რეაქცია აქვთ, გული ძალიან მწყდება. ვფიქრობ, ჩემი ნაკლი მეგობრების შეძენაში ხელს შემიშლის, ჩემს მომავალ კლასელებს შეიძლება არ მოვეწონო. ამაზე ფიქრის დროს ტირილი მინდება. მამასაც მსგავსი აზრები აწუხებს, ამიტომაც არ სურს ჩემი სკოლაში გაშვება. დედასაც ეშინია, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს აუცილებელია.

მე ასეთი დავიბადე და ვერ შევიცვლები, მიუხედავად ამდენი ოპერაციის გაკეთებისა. ჩემს ორ მეგობარს ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ, სხვებიც შეძლებენ ჩემს მიღებას, ყოველ შემთხვევაში ასე მსურს. კარგი იქნებოდა, რომ სამყაროში ხალხი სიყვარულით იყოს სავსე, იღებდნენ ერთმანეთს, მიუხედავად მათი ნაკლოვანებებისა.  




ჰელოუინზე საშინელი საიდუმლო გამჟღავნდა...
მე როგორ მოვიქცეოდი ავგის ადგილზე?

ავგის ადგილას თავს დამცირებულად ვიგრძნობდი, ვიქნებოდი გაოგნებული, გულნატკენი და განრისხებული. უამრავი აზრი გამიელვებდა თავში ჯეკთან დაკავშირებით, მათ შორის იქნებოდა შურისძიება, ცემა, უფროსებისთვის ყველაფრის მოყოლა და სხვა. მაგრამ მე საბოლოოდ ისეთ საქციელს შევარჩევდი, რაც მას ნაკლებ პრობლემას შეუქმნიდა, მიუხედავად იმისა, რომ ამის ღირსი იყო. უბრალოდ მივიდოდი ჯეკთან, მოვუყვებოდი რაც გავიგონე და ვეტყოდი, რომ მსგავსი საქციელი მიუღებელი იყო.


მე ავგი ვარ და ჰელოუინზე საშინელი საიდუმლო გავიგე...
მეგონა, ჰელოუინი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმაგრესი დღე იქნებოდა, თუმცა ყველაფერი პირიქით გამოვიდა. ის ბავშვი, რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარი მეგონა, აღმოჩნდა რომ მატყუებდა. ჩემს გრძნობებსა და აზრებს ვუზიარებდი, ის კი ზურგს უკან დამცინოდა, ნატრობდა ნეტავ შემეშვას და ახლოს აღარ გამეკაროსო. ის ამავდროულად იყო ადამიანი, რომელიც მხარში მედგა და მამხნევებდა, როცა სხვები შეურაცხყოფას მაყენებდნენ, ან ჩემდამი ცუდ დამოკიდებულებას გამოხატავდნენ. გული გამეყინა და ყველაფერმა აზრი დაკარგა. მინდოდა თავი დამეღწია მათგან და ისევ ისე მეცხოვრა, როგორც აქამდე.

                                   ჯუნის დახასიათება
ჯუნი არის ერთი მეხუთეკლასელი, გაბედული გოგონა. ის არ შეუშინდა გენეტიკური  დაავადების მქონე ბიჭთან მეგობრობას, რომელიც შემზარავად გამოიყურებოდა.  ასეთი ნაბიჯით მას შეეძლო სხვა ამხანაგების დაკარგვა. ჯუნი არის კაცთმოყვარე, მეგობრული და კეთილი, რადგან მან დაიწყო ისეთ ბიჭთან მეგობრობა, რომელსაც არავინ ეკარებოდა და ყველა დასცინოდა.

No comments:

Post a Comment