ნინი კენჭოშვილი

















მე ვარ ავგი და ხვალ პირველად სკოლაში მივდივარ.

რთულია ამ განცდების  ფურცელზე გადატანა, მაგრამ მე მაინც შევაცდები ეს გავაკეთო.
ძალიან მეშინია, არ ვიცი როგორ შემხვდებიან ჩემი მომავალი კლასელები, მაგრამ დაახლოებით ვხვდები, რა რეაქცია ექნებათ მათ, ალბათ, ისინიც ისე შემხვდებიან, როგორც ქუჩაში გამვლელი დიდი თუ პატარა, მაგრამ ნათქვამია: „იმედი ბოლოს კვდებაო.“ მეც ვცდილობ ასე მოვიქცე, მაგრამ არ გამომდის. როდესაც ვხედავ დედაჩემისა და მამაჩემის ანერვიულებულ სახეებს, ჩემს გასამხნევებლად მათ უსასრულო ტყუილებს ვისმენ და ვხედავ, თუ როგორ ცდილობენ ჩემს გამიარულებას. ვხვდები, თუ რა რთული იქნება ჩემთვის ხვალინდელი დღე, მაგრამ ვცდილობ, რომ ეს ყველაფერი არ შევიმჩნიო, რადგან ძალიან პატარა იმედი მაინც ცოცხლობს ჩემში.
ნეტავ რა მოხდება, როგორ ჩაივლის ჩემი ხვალინდელი დღე, ან როგორ შემხვდებიან მეგობრები?


ავტორი: ნინო კენჭოშვილი

No comments:

Post a Comment