მარი ფირცხელანი

              ,, მე ვარ  ავგი და ხვალ პირველად მივდივარ სკოლაში"
                                                       
მე ვარ ავგიხვალ ჩემი პირველი დღეა სკოლაში . ძალიან ვნერვიულობ, ხვალ ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვლება, მასში სხვა ადამიანები შემოაბიჯებენ, ზოგიერთი მათგანი შეიძლება კარგადაც მომეპყროს , მაგრამ ვფიქრობ, რომ მათი უმეტესობა აბუჩად ამიგდებს და დამცინებს. ჩემი დაავადების გამო მათ შეეშინდებათ კიდეც . არ მინდა ხვალ სკოლაში წასვლა, იქაურობა ხომ ჯოჯოხეთად აქცევს ჩემს ბავშვობას. ჩემს დაავადებას რომ თავი დავანებოთ, ეს სკოლაა, ყველა ბავშვს ეშინია , რომ თანაკლასელებს არ მოეწონება და ჩემი სახის შემხედვარე კი ვინმეს შეიძლება გულიც წაუვიდეს

No comments:

Post a Comment