თავისუფალი გაკვეთილი №1 31/10/2017

მაქსიმა: ,,იყავი უკეთესი ხვალ, ვიდრე ხარ დღეს!"
                        /გურამ დოჩანაშვილის შთაგონებით/
შეხვედრის გეგმა;
  • ურთიერთგაცნობა (პედაგოგი და მოსწავლეები წარუდგენენ ერთმანეთს თავს, შეეცდებიან საკუთარი პერსონა წარადგინონ მრავალმხრივ და საინტერესოდ).
  • მოსწავლეთა მოლოდინების გადატანა ფლიპჩარტზე (მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს იმის შესახებ, თუ რას ელიან ისინი ამ გაკვეთილებიდან, მათ მოლოდინებს გადავიტანთ ფურცელზე, რათა პროექტის ბოლოს კვლავ მივუბრუნდეთ მათ და ვნახოთ, რას მოველოდით და რა მივიღეთ).
  • ტანამშრომლობის წესების შედგენა მოსწავლეთა მონაწილეობით.
  • სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტება.
  • პროექტისა და წიგნის პრეზენტაცია.
  • იდეის მიწოდება ,,მაქსიმbox"-ის შექმნის შესახებ. (სამუშაოდ შერჩეული წიგნის (რ.ჯ.პალაციოს ,,საოცრება") ერთ-ერთი პერსონაჟი მოსწავლეებს სთავაზობს თვის მაქსიმას ყოველი თვის დასაწყისში. მაქსიმას კი ასე განმარტავს: სწორი გზის, მიმართულების მაჩვენებელი გამოთქმა, რომელიც შესაძლოა აღებული იყოს რომელიმე ცნობილი, ავტორიტეული პიროვნების გამონათქვამებიდან, სიმღერიდან და ასე შემდეგ, ან კიდევ საკუთარი მოსაზრება გამოიყენოს ამგვარ გამონათქვამად). 
  • საჩვენებელი კითხვა; I თავი "ჩვეულებრივი".
  • მოსწავლეთა მცირე კომენტარი კითხვაზე: როგორი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი ბავშვი.



No comments:

Post a Comment