Friday, November 3, 2017

პროექტის სახელწოდება: ,,წიგნიერი თაობა"
პროექტის მთავარი იდეა: მკითხველთა კლუბის ჩამოყალიბება
პროექტის აქტუალობა: ნაკითხი, განათლებული, მოაზროვნე თაობის ჩამოყალიბება ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის  მეტად მნიშვნელოვანი და საშური საქმეა, მით უფრო, რომ კვლევები გვიჩვენებს სავალალო მდგომარეობას ამ მიმართულებით,
პროექტის მიზნები:პროექტის მიზანია მრავალფეროვანი, საინტერესო და ინტერაქტიური აქტივობების საშუალებით მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება, ლიტერატურული გემოვნების დახვეწა, შემოქმედებითი უნარების განვითარება, წიგნიერების უნარების განვითარების ხელშეწყობა.


 სამიზნე ჯგუფი: VII- VIII კლასის მოსწავლეები
პროექტის განხორციელების ვადები: 31/1017   26/12/17
მოსალოდნელი შედეგები:·             მოსწავლეებს წაკითხული და გაანალიზებული აქვთ მათი ინტერესების შესაბამისად შერჩეული ნაწარმოები;
·             მოსწავლეებს წაკითხული ნაწარმოების საფუძველზე მომზადებული აქვთ: ალბომი, წიგნის რეკლამა; ილუსტრაციების და/ან კომიქსების გამოფენა;
·             მოსწავლეები გაცნობილი არიან ავტორის ბიოგრაფიას და მისი შემოქმედების გავრცელების მასშტაბებს;
მოსწავლეებს განვითარებული აქვთ დებატების, ლოგიკური აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, ინფორმაციის მოძიებისა და გუნდური მუშაობის უნარები.

მეთოდები:კითხვა (პაუზებით, ინტონაციებით, კომენტირებული), წაკითხულის  ანალიზი, პრობლემების გამოკვეთა და მათზე მსჯელობა, დებატები, სათქმელის ვიზუალიზაცია, ილუსტრაციების/კომიქსების მომზადება, წერილების, ჩანახატების შესრულება, რეკლამის, პოსტერის, ან ბროშურის  მომზადება, შთაბეჭდილებების ალბომის შექმნა, კროსვორდების შედგენა, შეჯამება-პრეზენტაცია.