პროექტის სახელწოდება: ,,წიგნიერი თაობა"
პროექტის მთავარი იდეა: მკითხველთა კლუბის ჩამოყალიბება
პროექტის აქტუალობა: ნაკითხი, განათლებული, მოაზროვნე თაობის ჩამოყალიბება ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის მეტად მნიშვნელოვანი და საშური საქმეა, მით უფრო, რომ კვლევები გვიჩვენებს სავალალო მდგომარეობას ამ მიმართულებით,
პროექტის მიზნები:პროექტის მიზანია მრავალფეროვანი, საინტერესო და
ინტერაქტიური აქტივობების საშუალებით მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება,
ლიტერატურული გემოვნების დახვეწა, შემოქმედებითი უნარების განვითარება, წიგნიერების უნარების განვითარების ხელშეწყობა.
სამიზნე ჯგუფი: VII- VIII კლასის მოსწავლეები
პროექტის განხორციელების ვადები: 31/1017 26/12/17
მოსალოდნელი შედეგები:·
მოსწავლეებს წაკითხული და
გაანალიზებული აქვთ მათი ინტერესების შესაბამისად შერჩეული ნაწარმოები;
·
მოსწავლეებს წაკითხული ნაწარმოების
საფუძველზე მომზადებული აქვთ: ალბომი, წიგნის რეკლამა; ილუსტრაციების და/ან
კომიქსების გამოფენა;
·
მოსწავლეები გაცნობილი არიან ავტორის
ბიოგრაფიას და მისი შემოქმედების გავრცელების მასშტაბებს;
მოსწავლეებს განვითარებული აქვთ დებატების, ლოგიკური აზროვნების,
არგუმენტირებული მსჯელობის, ინფორმაციის მოძიებისა და გუნდური მუშაობის უნარები.
მეთოდები:კითხვა (პაუზებით, ინტონაციებით, კომენტირებული),
წაკითხულის ანალიზი, პრობლემების
გამოკვეთა და მათზე მსჯელობა, დებატები, სათქმელის ვიზუალიზაცია,
ილუსტრაციების/კომიქსების მომზადება, წერილების, ჩანახატების შესრულება, რეკლამის,
პოსტერის, ან ბროშურის მომზადება,
შთაბეჭდილებების ალბომის შექმნა, კროსვორდების შედგენა, შეჯამება-პრეზენტაცია.